სსიპ ქალაქ თბილისის
108-ე საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის თ. დოლიძის
2017-2018 სასწავლო წლის საგნობრივი ანგარიში
მიმდინარე სასწავლო წლიდან ვასწავლი ისტორიას 5ბ, 5გ, 11ა, 11ბ კლასებში და სამოქალაქო განათლებას 9ბ, 9გ,
10ბ კლასებში. განვახორციელე შემდეგი აქტივობები:
5ბ და 5გ კლასებში მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები:
„საქართველოს კუთხეები“, რომლებზეც წარმოჩინდა თითოეული კუთხის ეთნოგრაფიული თავისებურებები.
ასევე მათ შექმნეს საქართველოს ციხესიმაგრეების რუკები. რაც დაეხმარათ მათ ქვეყნის
ისტორიისა და საბრძოლო წარსულის უკეთ გათავისებაში. მოსწავლეებს პერიოდულად ვავალებდი
დამატებითი ინფორმაციების შეგროვებას ქვეყნის სხვადასხვა მხარის ღირშესანიშნაობების
შესახებ. მოვაწყვეთ „გიდების კონკურსი“ რომელზეც „ტურისტული კომპანიის მფლობელებს“,
„ევალებოდათ“, შეერჩიათ გიდებად საუკეთესონი.
11ა 11ბ კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებთან
ერთად მოვაწყვეთ დისკუსიები თემაზე „მე-19 საუკუნის თბილისი“. მოსწავლეებმა იმსჯელეს
ლიტერატურული სალონებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე და მათ შედარებაზე
თანამედროვე თბილისთან. მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი ისტორიულ პირებზე თავიანთი
სურვილის მიხედვით.
9ბ, 9გ კლასებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე
მოვაწყვე როლური თამაშები „მე დევნილი ვარ“, რომელიც დაეხმარა მოსწავლეებს ადამიამიანის
უფლებების გააზრებაში კონფლიქტური სიტუაციის დროს. ჟენევის კონვენციის უკეთ გაცნობის
მიზნით მოვაწყვეთ სიმულაციური სცენა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის თემაზე სახელმწიფოებრივ
დონეზე და წავუკითხე ნაწყვეტი „თორნიკე ერისთავიდან“. ასევე ვიმსჯელეთ ო.ჭილაძის ნაწარმოებზე
„ადამიანი გაზეთის სვეტში“
10ბ კლასში მოვაწყვეთ დისკუსია ნაადრევი ქორწინების
შესახებ, რომლის დროსაც მოსწავლეებში განვითარდა სოციალური უნარ-ჩვევები და ოჯახური
პასუხისმგებლობის შეგნება. ასევე დებატები თემაზე „სიკვდილით დასჯა-სასტიკ დანაშაულთა
პრევენცია“. მოსწავლეებმა განიხილეს გახმაურებული სასამართლო პროცესები და იმსჯელეს
სიკვდილით დასჯის მიუღებლობაზე, რითაც განუვითარდათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და
მართლმსაჯულების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება.
ვფიქრობ, მეორე სემესტრიდან დავგეგმო უფრო მიზნობრივი
აქტივობები აამიანის უფლებათა დაცვის მიზნით.
მეორე სემესტრიდან მაქსიმალურად ვცდილობდი გამომესწორებინა
არსებული ხარვეზები. კონკრეტულად მეხუთე კლასებში
შემეცნებითი აზროვნების უკეთ განვითარებისთვის მეტ ყურადღებას ვუთმობდი პრაქტიკულ სამუშაოებს.
კონკრეტულად, არსებული წყაროებიდან მოსწავლეებს ვთხოვდი ძირითადი საკითხების თეზისებად
ამოწერას, ვთხოვდი შეეგროვებინათ ინფორმაციები საკუთარი კუთხეების შესახებ.
11კლასებში მომავალი წლის საატესტატო გამოცდის წარმატებით
დაძლევისთვის შევქმენით ქრონოლოგიების დღიური, შევადგინეთ ეპოქალური მოვლენების კალენდარი.
ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებას.
მნიშვნელოვანი მოვლენების უკეთ გათავისების მიზნით ხშირად ვნახულობდით ისტორიული შინაარსის
მქონე მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.
რაც შეეხება სამოქალაქო განათლების სწავლებას, IX კლასებში
ვმართავდი დისკუსიებს თემებზე: „ბრბოს ფსიქოტიპი“, „ჯანსაღი ცხოვრება-წარმატების გარანტი“,
„თავისუფლების ზღვარი“. X კლასის ქცევითი პრობლემების გათვალისწინებით ვცდილობდი
სასწავლო მუშაობა მომერგო მათ საჭიროებებთან. ვმართავდით დებატებს თემებზე: „ბულინგი-ასოციალური
ქცევა“, „სწავლის მნიშვნელობა პიროვნებად ჩამოყალიბებაში“. მივმართავდი სიმულაციურ
თამაშებს ემპათიის განვითარების მიზნით, რომლებიც მოიცავდა შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე ადამიანების როლის მორგებას.
პროფესიული განვითარების
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის რეფლექსია
სკოლა: 108-ე საჯარო
სკოლა
საგანი: ისტორია, სამოქალაქო განათლება
მასწავლებელი: თეა
დოლიძე
თარიღი:
2017-2018 სასწავლო წელი
2017-2018 სასწავლო
წლის დასაწყისში პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული
მქონდა შემდეგი აქტივობები: 1.პრაქტიკის კვლევის ფლობა. 2.სასწავლო სტრატეგიების გამრავალფეროვნება.
3.მოსწავლეებში ანალიტიკური უნარის განვითარება.
მიმდინარე სასწავლო წელს პრაქტიკის კვლევის ფლობის მიზნით
გათვალისწინებული ტრენინგი არ გამივლია, რადგან სქემით გათვალისწინებული კარიერული
წინსვლის სხვა კომპონენტების გავლა ჩავთვალე უპირველეს საჭიროებად. რაც შეეხება სასწავლო
სტრატეგიების გამრავალფეროვნების მიზნით ჩატარებულ აქტივობებს, განვახორციელე კონსტრუქტივიზმის
ისეთი მნიშვნელოვანი მეთოდის დახვეწა როგორიცაა კეთებით სწავლება, რაც დამეხმარა მოსწავლეთა
შინაგანი მოტივაციის ამაღლებაში. კონკრეტულად წყაროებზე დაყრდნობით მოსწავლეებს ვთხოვდი
თვითონ შეედგინათ კონკრეტული მოვლენისა თუ ეპოქის ამსახველი „მატეანე“. ვაწარმოებდი
თვითდაკვირვებას და კოლეგებთან ეფექტურ უკუკავშირს. ანალიტიკური უნარის განვითარების
მიზნით სისტემატურად ვიყენებდი სააზროვნო სქემებს და მოვლენათა დიფერენცირების მიზნით
მივმართავდი ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა დისკუსია, დებატები.
მომავალი სასწავლო წლიდან პროფესიული განვითარების მიზნით
დავგეგმავ ისეთ რელევანტურ აქტივობებს, რომლებიც დამეხმარება სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий