2017-2018 სასწავლო წლის სადამრიგებლო ანგარიში


სსიპ ქალაქ თბილისის N108საჯარო სკოლის XIბ კლასის დამრიგებლის თ.დოლიძის 2017-2018 სასწავლო წლის  სადამრიგებლო ანგარიში

მიმდინარე სასწავლო წელს ჩემს სადამრიგებლო კლასში განვახორციელე შემდეგი აქტივობები: სასწავლო წლის დასაწყისშივე მშობლებთან გავაფორმეთ სახელმძღვანელოების მიღება-ჩაბარების აქტები, მშობლებს გავაცანი სკოლის შინაგანაწესი და ვესაუბრე მიმდინარე სასწავლო წლის მიზნებსა და საატესტატო გამოცდებზე. სასწავლო წლის დასაწყისში XI ბ კლასში ირიცხებოდა 23 მოსწავლე. წავიდა 1 მოსწავლე კევლიშვილი ვალერი, მოვიდა 1 მოსწავლე კაპანაძე ეთერი. მშობლებს რეგულარულად ვაცნობდი მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს, ინდივიდუალურად ვხვდებოდი პრობლემური ქცევის მოსწავლეთა მშობლებს და ვაწვდიდი ინფორმაციას სასკოლო წერების შედეგების შესახებ, დროულად ვრეაგირებდი მათ საჭიროებებზე და საგნის პედაგოგებთან მქონდა მუდმივი კომუნიკაცია.

ჩავატარე კლასის საათები თემებზე: სექტემბერი- „ჩვენი კლასის შინაგანაწესი“. ოქტომბერი- „თანასწორი საზოგადოება“, რომელზეც ვიმსჯელეთ ტოლერანტობისა და ემპათიის შესახებ. ნოემბერი- „ნაადრევი ქორწინება“, რომელზეც ვიმსჯელეთ ნაადრევი ქორწინების დადებით და უარყოფით მხარეებზე. დეკემბერი- „წიგნი შეუცვლელი რესურსი“, სადაც განვიხილეთ კითხვის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.

მოსწავლეებს გავაცანი პირველი სემესტრის შედეგები. მეორე სემესტრიდან ვგეგმავ მეტ მიზნობრივ აქტივობებს უკეთესი შედეგების მისაღწევად.

10
9
8-7
5-6
3-4
1-2


5
10
4
1



მიმდინარე სასწავლო წლის II სემესტრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებდი მოახლოებული საატესტატო გამოცდების წარმატებით დაძლევაზე და ამ მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობდი როგორც მშობლებთან ასევე საგნის პედაგოგებთან. ვინტერესდებოდი მათი აკადემიური მიღწევებით და მონიტორინგს ვუწევდი მეცადინეობების პროცესს. მოსწავლეები აქტიურად ჩავრთე საქართველოს დამოუკიდებლობის100 წლისთავთან დაკავშირებულ სასკოლო ღონისძიებაში. არაფორმალურ გარემოში აქტიური დასვენებისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით დავგეგმეთ და განვახორციელეთ ექსკურსია მარშრუტით: თბილისი-დაშბაშის კანიონი-თბილისი.

რეგულარულად ვატარებდი დაგეგმილ სადამრიგებლო საათებს. ვნახულობდით სხვადასხვა ფილმებს და ვაწყობდით დისკუსიებს.

საატესტატო გამოცდები დაძლია 29 მოსწავლემ. საშემოდგომო გამოცდა აქვს 3 მოსწავლეს, ექსტერნი- 5 მოსწავლეს. პროგრამა წარმატებით დაძლია 22 მოსწავლემ.

Комментариев нет:

Отправить комментарий